აბასთუმანი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. მისი ტერიტორია წიწვოვანი ტყითაა დაფარული. კლიმატი იდეალური საშუალება და გამოსავალია ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. ზაფხულის სეზონი მეტად სასარგებლოა, რადგან სწორედ ამ დროს იწყებს ფიჭვი დამტვერვას და ფილტვებში შემავალი მტვერი დადებითად მოქმედებს მასზე.
გარდა კლიმატისა, აბასთუმნის ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროები უამრავ დაავადებას კურნავს. ( გველის, გოლიათის, სურავანდის წყაროები.) სწორედ ამ ადგილის უნიკალურობის გამო, რომანოვთა ოჯახმა მე-19 საუკუნის ბოლოს ააგო დიდებული საგვარეულო სასახლე.
კურორტის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული მონუმენტია: ასტროფიზიკური ობსერვატორია, ეკლესია “ახალი ზარზმა”,მელნისის ციხე, თამარის ციხე და სხვა.
მკურნალობის
ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით
მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი
და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.
აბასთუმანი
ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება.
ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული
წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
მთის
კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების
ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა.
ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის
ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული
დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს
და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს
სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის
ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას).
ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий